პროექტის განვითარება, პარტნიორი და ბიუჯეტი

ქვემოთ, თქვენ იხილავთ მასალებს, რომლებიც მომზადდა საინფორმაციო და პროექტების ღონისძიებებისათვის საქართველოში, შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის ფარგლებში. ეს ღონისძიებები ჩატარდა ერთობლივად პროგრამის მმართველი ორგანოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და TESIM-ის მიერ. შესაბამისად, მოიცავს სხვადასხვა სახის მასალებს

თითოეული ღონისძებისათვის თქვენ იხილავთ მონაწილის პაკეტს, რაც გულისხმობს ღონისძიების მიმდინარეობისას მონაწილეთათვის გადაცემულ დოკუმენტებს, რომელთა მიზანიც იყო ცნობიერების ამაღლება და უნარების განვითარება. ეს დოკუმენტები ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ორ ენოვან ინგლისურ/ქართულ ვერსიებად.

როდესაც იქნება შესაძლებლობა ხელმისაწვდომი იქნება ტრენერის პაკეტიც, რაც გულისხმობს დამატებით ინფორმაციას ან მასალებს, რომლებიც გამოყენებული იყო ტრენერების მიერ ღონისძიების მომზადების პროცესში (როგორიცაა დეტალური დღის წესრიგი თავისი მეთოდოლოგიით, შენიშვნები ტრენერებისთვის განკუთვნილი სლაიდებისთვის, შეფასების ფორმები და ა.შ.) იმ შემთხვევაში თუ გსურთ, რომ ჩაატაროთ საკუთარი ტრენინგი, ეს მასალები შესაძლოა გამოგადგეთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ტრენერის დღის წესრიგი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, ხოლო სხვა დოკუმენტები, როგორც წესი, ქართულად ან ორენოვან ინგლისურ/ქართულ ვერსიებად. გახსოვდეთ, TESIM-ის ექსპერტებსაც შეუძლიათ დაგეხმაროთ ტრენინგების ჩატარებაში. იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ დახმარება გთხოვთ შეგვეხმიანოთ ინგლისურად ან ფრანგულად ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@tesim-cbc.eu